ტრენინგის მერვე დღე

დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში კლასისთვის ფასილიტაციის გაწევაზე.
შევქმენით პრეზენტაციები, დოკუმენტები და ცხრილები სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად.
დავასრულეთ პორტფოლიოზე მუშაობა და ავტვირთეთ ბლოგზე  

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

ტრენინგის მეშვიდე დღე

 ვიმუშავეთ განსხვსვებული საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებაზე.
 მოვიფიქრეთ დიფერენცირებული სწავლების გზები ყველა ტიპის მოსწავლისათვის.
 დავგეგმეთ, როგორ მოვამზადოთ თემისათვის საჭირო ფასილიტაციის მასალები.
ძალიან საინტერესო დღე იყო  

ტრენინგის მეხუთე დღე

დღეს შევისწავლეთ ტექნოლოგიების გამოყენება სწავლების პროცესისა და მოსწავლეთა შეფასების მიზნით.
გავიგე, როგორ უზრუნველვყო ინტერნეტის ადეკვატუად გამოყენება.
მოვიძიე სურათები მოსწავლეთა ნაშრომების გასაკეთებლად.
დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია და გამოვაქვეყნე ბლოგზე.  

სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაცია


ტრენინგის მეორე დღე

  ვიმუშავეთ პროექტებით სწავლების თემაზე პუბლიკაციის მომზადებაზე.
აქცენტი გავაკეთეთ ბროშურაზე, რომელსაც მოვამზადებთ მშობლებისათვის.
დღეს შესწავლილი აქტივობები დამეხმარება კონკრეტული სამიზნე აუდიტორიისათვის პროექტის მიზნის ჩამოყალიბებაში.  

ტრენინგის პირველი დღე

  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
  • პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს შეფასების რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა