სასწავლო პროექტი


 ,,მივიწყებული სიმღერები“

პროექტის მთავარი იდეა: XX საუკუნის I ნახევრის სიმღერების მოძიება და შესწავლა.

პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა: პროექტი მნიშვნელოვანი იქნება არა მატერიალური, არამედ სულიერი თვალსაზრისით. იგი ბავშვებს დაეხმარება ისეთი ღირებულებების გათავისებაში, როგორიცაა წინაპრების მიერ გავლილი გზა და ქართული ფოლკლორის მნიშვნელობა.

პროექტის მიზნები:
1. მივიწყებული ქართული სიმღერების მოძიება და შესწავლა არა    მუსიკალური კრებულებიდან, არამედ უშუალოდ იმ ადამიანებისაგან, ვინც თავის დროზე ასრულებდა ამ სიმღერებს.
2. მოპოვებული სიმღერების აუდიოფირზე ჩაწერა, მათი შესწავლა და პრეზენტაციაზე წარდგენა.
3.პროექტზე მუშაობის პროცესის ფოტოების გადაღება და ლიფლეტის მომზადება.

მონაწილეთა ასაკი: 12-14 წელი.

ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:

·         ადამიანებთან კონტაქტის დამყარების  უნარის განვითარება;
·         დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევის ჩამოყალიბება;
·         ტექნიკურ საშუალებათა(ვიდეოკამერა, ფოტოაპარატი, დიქტოფონი, კომპიუტერი) გამოყენების უნარ-ჩვევათა გაღრმავება;
·         წყაროების მოძებნისა და გამოყენების, ინფორმაციის მოპოვების   უნარის განვითარება;
·         ინფორმაციის დამუშავებისა და მასალათა დახარისხების ჩვევის  გამომუშავება;
·         პირადი კონტაქტების ინფორმაციის მოპოვებისათვის გამოყენების უნარის ჩამოყალიბება;
·         მოქალაქეობრივი აზროვნების,   შემოქმედებითი ციდნის მოძიების და გამოყენების უნარის ჩამოყალიბება;
·         სხვადასხვა სფეროში მოპოვებული ცდნის ინტეგრირების უნარის გამომუშავება
·         გუნდური მუშაობის ჩვევის შეძენა და ჩატარებული სამუშაოს საჯაროდ წარმოდგენის უნარის ჩამოყალიბება;
·         სიმღერების კოლექციის შექმნა;
·         პროექტზე მუშაობის ამსახველი ლიფლეტის შექმნა.  

საჭირო რესურსები: დიქტოფონი, VCR, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები სიმღერებს ჩაიწერენ დაბაში და ახლომახლო
 სოფლებში მცხოვრები უხუცესი მომღერლებისაგან (სიმღერების  ჩაწერაზე იმუშავებს მთელი კლასი)
ერთი ჯგუფი გაესაუბრება მუსიკოსებს და სხვა კომპეტენტურ ადამიანებს იმის დასადგენად, აქვს თუ არა რაიმე ღირებულებადღეს ამ სიმრერებს (კერძოდ, მეჩაიეებზე, კოლმეურნეებზე, შრომის გმირებზე, ნათელ მომავალზე შექმნილ სიმღერებს) თუნდაც მუსიკალური თვალსაზრისით.
მუსიკალური მონაცემების მქონე ბავშვები შეისწავლიან და პრეზენტაციაზე წარადგენენ სიმღერებს.
ერთი  ჯგუფი იმუშავებს ლიფლეტისათვის ტექსტის მომზადებასა და ფოტომასალების შერჩევაზე.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ქართული ენა და ლიტერატურა, მუსიკა,    ისტორია, ხელოვნება, ინფორმატიკა.

პროექტის ხელმძღვანელი: კატო ცენტერაძე.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: katocenteradze1@gmail.com



Комментариев нет:

Отправить комментарий